ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
გარდა ამისა, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ამერიკისა და დონალდ ტრამპის მადლიერია იმისთვის, რასაც უსაფრთხოებისთვის აკეთებენ.
„მე ვესაუბრე პრეზიდენტ მაკრონს. ჩვენი გუნდი ჟენევაში მუშაობს პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანია პრაქტიკული შედეგის მიღება, რაც უკრაინას და მთელ ევროპას საიმედო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დააახლოებს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი მიმდინარეობს და რომ დიპლომატია განახლდა. იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები ჩვენს არგუმენტებს მოისმენენ. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი აკეთებენ უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რაც შეიძლება კონსტრუქციულად. ჩვენ ველით ახალ ანგარიშებს ჩვენი გუნდების შვეიცარიიდან. გმადლობთ, ემანუელ!“,- წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია