ზელენსკი: გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და არა ხანგრძლივი დისკუსიები

რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი კომბინირებული თავდასხმისას 82 რაკეტა და დრონი გამოიყენა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 20 ფრთოსანი, 6 აერობალისტიკური, 12 საზენიტო მართვადი და 4 საავიაციო მართვადი რაკეტით და 40 უპილოტო საფრენი აპარატით.
გენერალ ოლეშჩუკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 39 დრონი, 12 ფრთოსანი რაკეტა და 2 მართვადი საავიაციო რაკეტა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იყო ენერგოობიექტები ხარკოვის, ზაპოროჟიეს, კიევის, ლვოვისა და ოდესის ოლქებში. ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, მტერმა დაარტყა გენერაციის ობიექტებს და გადამცემ სისტემებს. უკრაინის კომპანია „ნავთობგაზის“ ცნობით, შეტევა იყო ორ გაზსაცავზეც, სადაც შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო მხარდაჭერა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები.
უკრაინის ყველაზე დიდი დონორი აშშ ამ დრომდე ვერ ახერხებს სამხედრო დახმარების გაგრძელებას. კონგრესის ზედა პალატას, სენატს, უკრაინის მხარდასაჭერად 60-მილიარდიანი პაკეტი უკვე დამტკიცებული აქვს. რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილის, მათ შორის სპიკერ მაიკ ჯონსონის წინააღმდეგობის გამო კანონპროექტისთვის კენჭი ამ დრომდე არ უყრია კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატას.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან