ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაცია იარაღის შესყიდვის საკითხზე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

უკრაინის დელეგაცია იარაღის შესყიდვის საკითხზე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ [დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს] შევთანხმდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან იარაღს სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით შევიძენთ. უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ყველა ტექნიკურ შეხვედრას სექტემბრის ბოლოდან და ოქტომბრის დასაწყისიდან გამართავს. პრეზიდენტთან ძირითად საკითხებზე შევთანხმდით. ახლა პრაქტიკულად განხორციელებაზე გადავდივართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დონალდ ტრამპთან აშშ-ის მიერ უკრაინული დრონების შეძენის საკითხიც განიხილა.
„დრონების შესახებ შეთანხმებაც განვიხილეთ. ამ შეთანხმებაზე მუშაობას ტექნიკური ჯგუფებიც იწყებენ. ეს ჩვენი დრონებია, რომლებსაც აშშ პირდაპირ შეიძენს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.