ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კიტ კელოგმა ამერიკული იარაღის შესყიდვის და დრონების შესახებ შეთანხმებებზე ისაუბრეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კიტ კელოგმა ამერიკული იარაღის შესყიდვის და დრონების შესახებ შეთანხმებებზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს ნიუ იორკში შეხვდა.
„შეხვედრა მქონდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან. მას ფრონტზე არსებული ვითარებისა და დობროპოლიასა და პოკროვსკის მახლობლად კონტრშეტევითი ოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე.
„ასევე, ვისაუბრეთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის ამერიკული იარაღის შესყიდვის და დრონების შესახებ ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებზე, რომლებიც უკრაინამ შეერთებულ შტატებს შესთავაზა“, - აცხადებს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.