ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 500-ზე მეტი დრონი გამოიყენა – მკაცრი სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელიც ამის შეჩერებას შეუწყობს ხელს

რუსებმა, მიმდინარე კვირაში, უკრაინის მიმართულებით 1 500-ზე მეტი დრონი, 1 280 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საჰაერო სამიზნეებში ევროპიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი 132 000 უცხოური კომპონენტი აღმოაჩინეს.
„ყველა ეს ტექნოლოგია რუსეთს ფართომასშტაბიანი იარაღის შექმნაში ეხმარება. მკაცრი სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელიც ამის შეჩერებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა მიწოდების, სანქციების გვერდის ავლის ყველა გზის გადაკეტვა და იმ ქვეყნებსა და ცალკეულ კომპანიებზე ზეწოლის მოხდენა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ გზებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი ნამდვილად მტკივნეული იქნება და შეერთებული შტატები ევროპელებს შეუერთდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება