ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგებაზე - ერთეულებში ნამდვილად არ იქნება, ათასებში იქნება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგებაზე - ერთეულებში ნამდვილად არ იქნება, ათასებში იქნება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების გარანტიების ყველა დეტალზე ვერ ისაუბრებს.
„ეს ყველაფერი დეტალურად ჯერ კიდევ არ არის მზად იმისთვის, რომ ვისაუბროთ, თუმცა გეგმა ნამდვილად არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ ანტონიო კოშტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, პრეზიდენტი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ათიათასიანი კონტინგენტის განლაგება იგეგმება.
„რაც შეეხება 10 000 ჯარისკაცის განლაგების საკითხს. კიდევ ერთხელ, რაოდენობაზე არ ვისაუბრებ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს განვიხილავთ. ეს ნამდვილად არ იქნება ერთეულებში, არამედ ათასებში და ეს ფაქტია. მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ცოტა ნაადრევია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპამ უკრაინაში სამშვიდობოების განლაგების შესახებ გეგმა შეიმუშავა. გამოცემის ინფორმაციით, არსებული გეგმა მოიცავს 10 000-ზე მეტი ჯარისკაცის განლაგების ვალდებულებებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.