ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ პუტინი მთელ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს, ის მას პლაცდარმად გამოიყენებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის დაპყრობას მოახერხებს, მას პლაცდარმად გამოიყენებს.
„თუ პუტინი მთელ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს, ის მას პლაცდარმად გამოიყენებს. გააკეთებს თუ არა ამას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება ევროპა. თუ ევროპა ძლიერი იქნება, ის ალბათ არაფერს გააკეთებს, მაგრამ თუ სუსტი, რუსეთის ქმედებებისგან დაზარალდება. მოსკოვსა და პარიზს შორის მანძილი 3 000 კილომეტრზე ნაკლებია. დღეს კი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. ჩვენ თვითონ გვაქვს რაკეტები 3 000 კილომეტრის მოქმედების რადიუსით. დამიჯერეთ, ორ წელიწადში რუსებს – და ჩვენც – ბევრი რაკეტა ექნებათ 5 000 კილომეტრის მოქმედების რადიუსით. ზღვა ვერავის დაიცავს, ოკეანე ვერავის დაიცავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინის ბედი განსაზღვრავს, თუ რამდენად იმოქმედებს ომი ევროპაზე და სად იქნება მისი აღმოსავლეთი საზღვარი.
„თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, ეს საზღვარი პოლონეთი ან თუნდაც გერმანია იქნება. ოდესღაც ევროპა ასე იყო გაყოფილი. დასავლეთ გერმანიის აღმოსავლეთი საზღვარი დასავლური სამყაროს საზღვარი იყო. დღეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შორს წასვლის უფლებას მივცემთ რუსეთის ამბიციებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება