მარკ რუტე – რატომ გვაინტერესებს, რას ფიქრობს რუსეთი უკრაინაში ჯარების განლაგებაზე? ეს მათი გადასაწყვეტი არ არის – უნდა შევწყვიტოთ პუტინისთვის ზედმეტი ძალაუფლების მინიჭება

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, შეუძლია თუ არა უკრაინას უცხო ქვეყნების ჯარების საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება უსაფრთხოების გარანტიების სახით.
„რატომ გვაინტერესებს, რას ფიქრობს რუსეთი უკრაინაში ჯარების განლაგებაზე? ეს სუვერენული ქვეყანაა. მათი გადასაწყვეტი არ არის. რუსეთს ამასთან არაფერი აქვს საერთო. უკრაინა სუვერენული ქვეყანაა. თუ უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიის ძალების ყოფნა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად, ეს მათზეა დამოკიდებული. სხვას არ შეუძლია ამის გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა შევწყვიტოთ პუტინისთვის ზედმეტი ძალაუფლების მინიჭება“, – განაცხადა რუტემ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის პრაღის თავდაცვის სამიტზე.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მან ჩიხი გაარღვია.
„მან ლიდერის როლი აიღო. ამის მოგვარება ადვილი არ არის, მაგრამ ის აბსოლუტურად ერთგულია, შეასრულოს ეს. ახლა ვმუშაობთ ამ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ ზელენსკიმაც იცოდეს, რომ თუ
ის რუსებთან საუბარს დაიწყებს, და იმედია მალე, მას ექნება მხარდაჭერა და რომ მან იცოდეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები იმოქმედებს, რათა რუსეთმა, სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, აღარასდროს სცადოს უკრაინაში შეჭრა და ბუდაპეშტისა და მინსკის შეთანხმებები აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად