ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინაზე რუსეთის დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა

უკრაინაზე რუსეთის დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ეს [28 აგვისტოს] დარტყმა სრულიად მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები რეალურად არ შეცვლილა. მათ ომი სურთ და ურტყამენ არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სოფლებს, რუსეთი ახლა ურტყამს ყველას მსოფლიოში, ვინც მშვიდობისკენ მიისწრაფვის,” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ეს დარტყმაა ევროპაზე, ასევე ეს რუსეთის დარტყმაა პრეზიდენტ ტრამპზე, სხვა გლობალურ სუბიექტებზე”.
“ვაშინგტონში ჩვენ გვესმოდა, რომ პუტინი თითქოსდა მზად არის ომის დასრულებისთვის – ლიდერების დონეზე შეხვედრისთვისა და საკვანძო საკითხების მოგვარებისთვის. მაგრამ ის ბალისტიკურ რაკეტებს ირჩევს მშვიდობისკენ რაიმე რეალური ნაბიჯების ნაცვლად. ის ბავშვებს კლავს, რათა არ ილაპარაკოს იმაზე თუ როდის და როგორ იქნება მშვიდობა. პრობლემა იმაშია, რომ მას არ ეშინია ასე დარტყმა იმ ლიდერებზე, რომლებსაც ის რაღაცას პირდება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება