ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის დარტყმებს ვუპასუხებთ, რათა აუცილებლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი თავხედურად აგრძელებს უკრაინაზე დრონებით თავდასხმებს.
„რუსების თავხედობა იზრდება: ისინი დღის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს უკრაინას ათობით თავდასხმის დრონით. ეს არის რუსეთის მხრიდან აშკარა უპატივცემლობა ყველაფრის მიმართ, რასაც მსოფლიო ომის დასასრულებლად აკეთებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსებმა „ფაქტობრივად, უარყვეს ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა – ლიდერების შეხვედრის შესახებ, რომელიც ომის დასასრულებლად აუცილებელია“.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა რუსეთის დარტყმებს უპასუხებს.
„ახლა ჩვენ ვხედავთ რუსული ძალების კიდევ ერთ თავმოყრას ფრონტის ზოგიერთ ნაწილში. რუსეთი აგრძელებს დარტყმებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვუპასუხებთ. ჩვენ ვუპასუხებთ, მათ შორის ასიმეტრიულად, რათა რუსეთმა აუცილებლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება