ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა თავდაცვის მიზნით აქტიურ ოპერაციებს გააგრძელებს და დაგეგმილია რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელება

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა თავდაცვის მიზნით აქტიურ ოპერაციებს გააგრძელებს და დაგეგმილია რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ქვეყნის თავდაცვის მიზნით აქტიურ ოპერაციებს გააგრძელებს და ასევე დაგეგმილია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელება.
„დეტალურად გავაანალიზეთ ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებული ვითარება და მოწინააღმდეგის განზრახვები. ასევე, სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარება. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს ზუსტად ისე, როგორც ეს საჭიროა უკრაინის თავდაცვისთვის. ძალები და რესურსები მზადაა. ასევე დაგეგმილია ახალი ღრმა დარტყმები“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.