არქივი27 მარტი, 2026, 00:04
ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩავედი საუდის არაბეთში. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. ვაფასებთ მხარდაჭერას და მხარს ვუჭერთ მათ, ვინც მზად არიან, ჩვენთან ერთად იმუშაონ უსაფრთხოებისთვის”, - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, მანამდე, უკრაინამ სამხედრო ექსპერტები გააგზავნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ კი კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.