ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იორდანიის მეფესთან უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობა განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იორდანიის მეფესთან უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობა განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრისას უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი განიხილა.

„შევხვდი იორდანიის მეფე აბდულა II-ს. განვიხილეთ პოტენციური პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული საერთო ვითარება. უკრაინა ღიაა დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენივე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ერთიანი სისტემის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი დაცვა. ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემა, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს, იძულებულები ვართ თავი დავიცვათ რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმებისგან, მათ შორის ირანული დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმებისგან“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვისაც უკრაინა თავის ექსპერტიზას სთაავაზობს, ასევე დაეხმარონ ქვეყანას გაძლიერებაში.

„მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას შეხვედრისთვის და დიალოგისადმი მისი გახსნილობისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი იორდანიაში გუშინ ჩავიდა. მანამდე კი ის საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში იმყოფებოდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.