– მადლობას ვუხდით უკრაინის ეროვნულ ნაკრებს – გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით, ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!

მადლობას ვუხდით უკრაინის ეროვნულ ნაკრებს – გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით, ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი ეხმაურება უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩს ბელგიასთან, სადაც უკრაინას ჯგუფიდან გასასვლელად ბელგიის დამარცხება სჭირდებოდა, თუმცა მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
“ძლიერი ერი ის არის, რომელიც ინარჩუნებს ერთიანობას და ერთმანეთს უჭერს მხარს ყველა დროს, მარცხების დროსაც და გამარჯვებების დროსაც.
დღეს მადლობას ვუხდით ფეხბურთში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს.
გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით.
ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!
უკრაინის გამარჯვება.
მანამდე კი დარტყმას ვუძლებთ, ვდგებით, რათა წინსვლა გავაგრძელოთ, რათა მომავალში უფრო ძლიერები გავხდეთ!
დიდება უკრაინას!”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!