ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და 580 დრონი გაუშვა – აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო საპასუხო რეაქცია

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და 580 დრონი გაუშვა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„დარტყმების სამიზნე დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, კიევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქები იყო. მტერმა ჩვენს ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებს დაარტყა. დნიპროში რაკეტა პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
„ყოველი მსგავსი დარტყმა არა სამხედრო აუცილებლობას, არამედ რუსეთის წინასწარგანზრახულ სტრატეგიას წარმოადგენს, რათა ჩვენი მოსახლეობის ტერორი მოახდინოს და ჩვენი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო საპასუხო რეაქცია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება