ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს - „შაჰედების“ წინააღმდეგ უფრო იაფი გადაწყვეტილებები გვაქვს, ვიდრე Patriot-ებია

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს - „შაჰედების“ წინააღმდეგ უფრო იაფი გადაწყვეტილებები გვაქვს, ვიდრე Patriot-ებია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ გაცილებით იაფი და სისტემური გადაწყვეტილებები აქვს, ვიდრე მის პარტნიორებს და მზადაა, ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ თავისი გამოცდილება გაუზიაროს.
„უკრაინის დაცვა ნამდვილად საერთო ამოცანაა. და ჩვენ მზად ვართ, ყველა პარტნიორს ვასწავლოთ ასეთი თავდაცვა. ყველა ხედავს, რომ რუსები იკვლევენ, თუ როგორ გადაიტანონ ომი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე. რუსეთის არმია ასევე სცდის რუმინეთს. რა თქმა უნდა, ნატო-ს აქვს Patriot-ები, სხვა სისტემები და ძლიერი გამანადგურებლები, მაგრამ რუსული „შაჰედებისა“ და „გერბერების“ წინააღმდეგ, ჩვენ, უკრაინაში, გაცილებით იაფი, უფრო მასიური და სისტემური გადაწყვეტილებები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დავკარგოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
10 სექტემბერს, ოცამდე რუსული დრონი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. პოლონეთმა მათი ნაწილი ჩამოაგდო და ნამსხვრევების უმეტესობა უკვე ნაპოვნია, ძირითადად ლუბლინის სავოევოდოში, ბელარუსის საზღვართან ახლოს. ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კერძო სახლის სახურავი და ავტომობილი დააზიანა. არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.