– რუსეთმა ომის კიდევ ერთი კვირა მოიპარა

ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების და ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადების შემდეგ რუსეთმა თითქმის კიდევ ერთი კვირა მოიპარა – ომის კვირა, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს დიპლომატიის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატია ეფექტური იყოს. მაგრამ ახლა ყოველი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის დაცვა. უნდა გვახსოვდეს – ეს არის ჩვენი ჯარის, მთელი ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს და ყველას, ვინც უკრაინის თავდაცვისთვის მოქმედებს.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ ავიწყდება, რომ უკრაინის თავდაცვა და სიმტკიცე უმთავრესია. მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი ჯარისკაცის, თითოეული ჩვენი ქვედანაყოფის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი თავდაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. უნდა გვახსოვდეს – სანამ ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა და სანამ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის, ჩვენ უნდა დავიცვათ “, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად