უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება და ამ პროცესს სპეციალურად არავინ გააჭიანურებს.
„ომის დასრულების შემდეგ მოიხსნება საომარი მდგომარეობა. საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ არჩევნები უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით ჩატარდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, ისინი ომის საბოლოოდ დასრულების გეგმაზე იმუშავებენ.
„ეტაპობრივი გეგმა უკრაინული მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს ყველაფერი შესრულდება, ასეთი გეგმის მომზადების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება ეტაპობრივი განხორციელება, რომელიც ომის დასრულებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
1tv.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.