ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს

უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.
„ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს უკრაინის ფუნდამენტური პოზიციების შესახებ აცნობეს. უკრაინა მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის ჰაერსა და ზღვაზე, მაგრამ აშშ-მა მისი ხმელეთზე გაფართოების შეთავაზება წამოაყენა. უკრაინა ამ წინადადებას მიესალმება. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები განვიხილეთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი აშშ-თან, ევროპასთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებისთვის მზად არის.
„სამწუხაროდ, უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს და იგი მშვიდობის დამყარების რაც შეიძლება დიდხანს გადადებას ცდილობს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.