ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რობერტ ფიცოსთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და კარგია, რომ სლოვაკეთი მზად არის თავისი პოზიცია განსაზღვროს და დიალოგისთვის ღიაა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რობერტ ფიცოსთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და კარგია, რომ სლოვაკეთი მზად არის თავისი პოზიცია განსაზღვროს და დიალოგისთვის ღიაა

მართებული იქნება, თუ სლოვაკეთი უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი გახდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და კარგია ის, რომ სლოვაკეთი მზად არის თავისი პოზიცია განსაზღვროს და ჩვენთან დიალოგისთვის ღიაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უჟგოროდში გამართულ შეხვედრაზე რობერტ ფიცოსგან მიიღო გარანტიები, რომ ის მშვიდობის მიღწევის მიზნით იმუშავებს.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეკინში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „რაიმე სახის უკრაინის ენერგეტიკული ბლოკადის“ საკითხი განიხილა, „აბსოლუტური სიცრუეა“.
„ეს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა. პირველ რიგში, ჩვენ სლოვაკეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განვიხილეთ“, - აღნიშნა ფიცომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.