ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან

რუსები შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან „კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა.
„ჩვენი გუნდები უკრაინისთვის ძლიერი და მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურის მომზადებაზე აქტიურად მუშაობენ. დეტალების განსაზღვრის პროცესს ვაჩქარებთ. უკვე ლიდერთა დონეზე მოლაპარაკებების ფორმატის ორგანიზების დროა, რათა მთავარი პრიორიტეტები და ვადები განვსაზღვროთ. სამწუხაროდ, ამჟამად რუსები მოვლენების შემდგომ განვითარებასთან და შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „რუსების მხრიდან რეაგირება მხოლოდ რეალურ ზეწოლას მოჰყვება“.
„ზეწოლა აუცილებელია. რუსეთის მხრიდან რეალური დიპლომატიისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯებია საჭირო“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება