ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც ტერიტორიულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ის მზად არის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილოს. ტერიტორიულ საკითხებზე საუბრის დაწყების საფუძველი კი ამჟამად არსებული ფრონტის ხაზია“, - განაცხადა სერგეი კისლიცამ.
მისი თქმით, „უკრაინის მოსახლეობა მიწების მშვიდობის სანაცვლოდ გაცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება“.
ასევე, კისლიცამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგება, მაშინ „აშშ-მა დამატებითი სანქციები უნდა გამოიყენოს“.
„მაშინ რუსები ნამდვილად იგრძნობენ ტკივილს იმის გამო, რომ არ სურთ ის გზა გაიარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციას პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.