ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება

ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, რათა ამ მოედანზე, ჩვენი დამოუკიდებლობის მოედანზე, მათი დროშების ქვეშ, მათ მიწაზე, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე მშვიდობის ქვეშ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მაიდანიდან გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, უკრაინელების შთამომავლები ასი წლის შემდეგაც ამ მოედანზე იდგებიან და პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავენ ყველას მიმართ, „ვინ უკრაინა დამოუკიდებლობისთვის ომში დაიცვა, ვინც მტკიცედ იდგა, ვინც შეძლო, ვინც გაიმარჯვა“.
„ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება. სწორედ ამის მომხრე ვართ. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დიდი ქვეყნის დიდებულო ხალხო!“- აცხადებს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.