ვოლოდიმირ ზელენსკი – როდესაც მოსკოვისკენ არა ასი, არამედ ათასი დრონი გაფრინდება, პუტინი მაშინ მიხვდება, როგორც კი ის ამას პირადად საკუთარ თავზე იგრძნობს, ​​დაინახავთ, თუ როგორ მოუწოდებენ მრჩევლები ურალს იქეთ გადავიდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უთხრა, რომ უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი დრონების კამპანიას ძალიან კარგად ახორციელებს.

„პრეზიდენტ ტრამპს სურს იყოს იქ, სადაც წარმატებაა. ეს ბევრ რამეს უკავშირდება, მათ შორის არა მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებს, არამედ მოახლოებულ არჩევნებს, მის სტატუსს და მის რწმენას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ ომის დასრულება“, – განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით განხორციელებული მასშტაბური იერიშები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გათვლების შეცვლას აიძულებს.

„როდესაც მოსკოვისკენ არა ასი, არამედ ათასი დრონი გაფრინდება, მაშინ ის მიხვდება. როგორც კი ის ამას პირადად საკუთარ თავზე იგრძნობს, ​​დაინახავთ, თუ როგორ მოუწოდებენ მრჩევლები ურალს იქეთ გადავიდეს. რაც უფრო შორს იქნება პუტინი მოსკოვიდან, ომის დასასრული მით უფრო ახლოს იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა