ვოლოდიმირ ზელენსკი პორტუგალიას ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი პორტუგალიას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის პრეზიდენტის, მარსელუ რებელუ დე სოუზას ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი პორტუგალიას 28 მაისს ეწვევა და პრეზიდენტ დე სოუზას გარდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ლუის მონტენეგროსაც შეხვდება.
პორტუგალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობის გაღრმავების საერთო სურვილს გამოხატავს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად უკრაინასა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის