არქივი27 მაისი, 2024, 04:25
ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩადის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მადრიდს ეწვევა, სადაც პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ესპანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგაც ლიდერები მადრიდში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე შეხვდება ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს.
გამოცემა EFE, სამეფო სასახლის წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ფრონტზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო, ესპანეთში 17 მაისს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.