ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ სტუბს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა და ალექსანდერ სტუბმა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, უსაფრთხოების გარანტიებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხი განიხილეს.
„ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ეს ყველაფერი თქვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. აღფრთოვანებული ვართ იმით, რასაც თქვენ აკეთებთ“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
„ევროპამ საკუთარ თავზე დამოუკიდებლად უნდა იზრუნოს. ისე, რომ მსოფლიომ ამის იგნორირება ვერ შეძლოს. ევროპამ საკუთარი თავი ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ უნდა ჩამოაყალიბოს. მნიშვნელოვან მოთამაშედ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.