ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს ამ და ყველა სხვა თავდასხმისთვის - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება

უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასიური დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება დარტყმისა და ნამსხვრევების ვარდნის ადგილებში უკრაინის იმ ოლქებში, რომლებშიც თავდასხმა განხორციელდა.
„სამწუხაროდ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, დაიღუპა 4 და დაშავდა 16 ადამიანი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 90-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს, მათ შორის ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები.
„ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს ამ და ყველა სხვა თავდასხმისთვის. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.