ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ფილიპინებში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში და ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსს. ამის შესახებ ზელენსკიმ 3 ივნისს დაწერა ტელეგრამში.
„განვიხილეთ საინაუგურაციო გლობალური სამიტი და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე წარმოდგენილი იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, კერძოდ, ფილიპინებში უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, მიმდინარე წელს მანილაში საელჩო გახსნას ორმხრივი ურთიერთობების გასამყარებლად.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა სინგაპურში, სადაც გამართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ინდონეზიის პრეზიდენტთან, აშშ-ის კონგრესმენებთან და პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან, ასევე გამოვიდა Shangri-La-ს თავდაცვით ფორუმზე.
ფილიპინებში ზელენსკის ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ