ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები – ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება

ასეთი მკვლელობები ახლა, როდესაც ნამდვილი დიპლომატია უკვე დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დაწყებულიყო, განზრახ დანაშაული და ომის გახანგრძლივებაა, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„ვაშინგტონში არაერთხელ ითქვა, რომ მოლაპარაკებებზე უარის თქმას სანქციები მოჰყვება. ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რაზეც პარიზში შეთანხმება მოხდა. ჩვენ ასევე ველით ყველა შეთანხმების შესრულებას ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ყოველი დამატებითი სისტემა მშვიდობიან მოსახლეობას ამ საზიზღარი დარტყმებისგან იხსნის. მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები – ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება