ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს

პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი მოსკოვში მიწვევით შეხვედრის გადადებას ცდილობს.
„მოსკოვში წასვლა არ შემიძლია მაშინ, როცა ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად რაკეტებისა და თავდასხმების ქვეშ არის. ამ ტერორისტის დედაქალაქში ვერ ჩავალ და პუტინი ამას ხვდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „პუტინის ნდობა არ შეიძლება და ის აშშ-ს ეთამაშება“.
„თუ ადამიანს ომის დროს შეხვედრა არ სურს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ისეთი რამ შემოგვთავაზოს, რაც ჩემთვის ან სხვებისთვის მიუღებელი იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.