ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა რუსეთის პასუხი ჩვენს სურვილზე მშვიდობისკენ, ამიტომ მშვიდობა ძალის გარეშე შეუძლებელია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა რუსეთის პასუხი ჩვენს სურვილზე მშვიდობისკენ, ამიტომ მშვიდობა ძალის გარეშე შეუძლებელია

ბოლო 24 საათში, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ავიაიერიშებს უკრაინაში 16 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვია, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აღემატება.
ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევს გლოვის დღე გამოაცხადა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე 1200-ზე მეტი პოლიციელი და მაშველი მუშაობდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ათობით ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
„დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა რუსეთის პასუხი ჩვენს სურვილზე მშვიდობისკენ, ამიტომ, მშვიდობა ძალის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.