ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში განწყობის ცვლილება უკვე იგრძნობა და ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები, ახალი ძლიერი სანქციები რუსეთს მშვიდობისკენ კიდევ უფრო უბიძგებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში განწყობის ცვლილება უკვე იგრძნობა და ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები, ახალი ძლიერი სანქციები რუსეთს მშვიდობისკენ კიდევ უფრო უბიძგებს

ყველა პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც რუსეთის იზოლირებას ახდენს, მშვიდობის მიღწევას ხელს უწყობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთი მხოლოდ ერთი მიზეზით აჭიანურებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, მას ომის გაგრძელების ფინანსური რესურსი აქვს. ყველა სანქცია, რომელიც რუსეთის შესაძლებლობებს ზღუდავს, ხელს უწყობს მშვიდობის მიღწევას. ყველა იარაღი, რომელიც აძლიერებს უკრაინას, მშვიდობის მიღწევას ხელს უწყობს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთზე ზეწოლისთვის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობას უხდის.
„პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მისი მონდომებისთვის, რომ ეს ომი დაასრულოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული შესაბამისი ზეწოლისთვის. რუსეთში განწყობის ცვლილება უკვე იგრძნობა და ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები, ახალი ძლიერი სანქციები რუსეთს მშვიდობისკენ კიდევ უფრო უბიძგებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.