ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის გარდა ნამდვილი მშვიდობა ყველას სურს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის გარდა ნამდვილი მშვიდობა ყველას სურს

რუსეთის გარდა ნამდვილი მშვიდობა ყველას სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
„გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები წარმოთქვა იმის შესახებ, თუ როგორ აკარგვინებს მსოფლიოს დროს რუსეთის ხელმძღვანელობა მშვიდობაზე საუბრითა და ამ დროს ადამიანების მკვლელობით. ყველას გვსურს ნამდვილი მშვიდობა - ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობა: უკრაინას, ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ ღირსეულ ლიდერსა და ქვეყანას, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობა ყველას სჭირდება. ყველას - რუსეთის გარდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში 22 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა.
„რუსების მიერ ჩვენი ხალხის ყოველი მკვლელობა და რუსეთის ყოველი დარტყმა აჩვენებს, რომ რუსეთი ძალიან მკაცრი, ნამდვილად მტკივნეული, ეფექტური და სამართლიანი სანქციების დაწესებას იმსახურებს. იძულებულები უნდა გახდნენ, რომ მკვლელობები შეწყვიტონ და მშვიდობას დათანხმდნენ. უკრაინა მშვიდობის მისაღწევად პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას მიესალმება. მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი დაასრულებს ომს, რომელიც თავად დაიწყო“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.