ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი მობილიზაციის ასაკის შემცირებაზე - ტექნიკისა და წვრთნის დეფიციტი ჯარისკაცების ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ

ვოლოდიმირ ზელენსკი მობილიზაციის ასაკის შემცირებაზე - ტექნიკისა და წვრთნის დეფიციტი ჯარისკაცების ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი მობილიზაციის ასაკის შემცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს რომ ქვეყანას ახლა სჭირდება ფოკუსირება სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე და არსებული ბრიგადების მომზადებაზე.
"ტექნიკისა და წვრთნის დეფიციტი ჯარისკაცების ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ. პრიორიტეტი უნდა იყოს სარაკეტო მოწოდება და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შემცირება და არა უკრაინაში გაწვევის ასაკის შემცირება. მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა და არა იარაღის მარაგებში შენახვა“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადა, რომ კიევმა უნდა დაიწყოს ახალგაზრდების ჯარში მობილიზება, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა სხვა ქვეყნებში. გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და პარტნიორები მზად არიან, მოამზადონ და აღჭურვონ ახალგაზრდა ჯარისკაცები, თუ უკრაინა გადაწყვეტს მობილიზაციის ასაკის შემცირებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.