ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრება, იქამდე კი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება.
პარიზში იმყოფება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, თუმცა მხარეებს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ