მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, პარიზში დონალდ ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, პარიზში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხვალ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან.
„უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. შესაძლებელია სხვა შეხვედრებიც, კერძოდ, არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, რომელიც ასევე, ღონისძიებას დაესწრება“, - განუცხადა „ფრანს-პრესს“ უკრაინულმა წყარომ.
ცნობისთვის, ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს სექტემბერში, ნიუ-იორკში შეხვდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.