ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ კასპიის ზღვაში, ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადამზიდ გემებზე დარტყმებით

ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ კასპიის ზღვაში, ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადამზიდ გემებზე დარტყმებით

მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ კასპიის ზღვაში, ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადამზიდ გემებზე დარტყმებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინა კასპიის ზღვაში შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებს წარმატებით ახორციელებს.

„უკრაინა რუსეთის დარტყმებზე საპასუხოდ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებას აგრძელებს. კიდევ ერთხელ, დარტყმა განხორციელდა კიროვში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რუსეთს იარაღის კომპონენტებით ამარაგებს. ქარხანა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1200 კილომეტრშია. ასევე, დარტყმა განხორციელდა ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ეკატერინბურგის ლოჯისტიკურ ობიექტსა და დონის როსტოვში მდებარე საწვავის საცავზე“, - წერს ზელენსკი X-ზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.