ვოლოდიმირ ზელენსკი – მაია სანდუსთან საუბარში კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება, ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშაოთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ვესაუბრე და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. უკრაინელი ხალხის სახელით მოლდოველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ სოლიდარობა გამოვხატე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშაოთ. შემდგომი ნაბიჯების შესახებ შევთანხმდით და პრეზიდენტი სანდუ უკრაინაში მოვიწვიე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ ხმების 55,33% მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო