ჯოზეფ ბორელი - მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება, აშენონ ევროპული მომავალი

მთელი გულით ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება აშენონ ევროპული მომავალი.
„მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება აშენონ ევროპული მომავალი, მიუხედავად ჰიბრიდული მცდელობებისა, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას“, - წერს ბორელი.
შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.