ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს

ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მოლდოველმა ხალხმა აირჩია გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ.
„მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს - მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და დარწმუნებით“, - წერს ზელენსკი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.