ვოლოდიმირ ზელენსკისა და ენდი ბერნემს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შორის პირველი შეხვედრა პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე, ავიამზიდ HMS Queen Elizabeth-ზე შედგა.

ზელენსკის ცნობით, ბერნემთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის საკითხი განიხილა.

„უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის დასაცავად საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს, როგორც ცაში, ისე ზღვაში. ასევე განვიხილეთ ერთობლივი თავდაცვითი წარმოების განვითარება. მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, უკრაინას რადიოელექტრონული ომის ტექნოლოგიები მიაწოდოს. ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია დრონებისა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ენდი ბერნემი უკრაინაში მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…