ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის არმიაზე, მისი საფუძველი შეიძლება უკრაინული არმია გახდეს. დღეს უკრაინას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი, ძლიერი და გამოცდილი არმია ევროპაში

“თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის არმიაზე, მისი საფუძველი შეიძლება უკრაინული არმია გახდეს. დღეს უკრაინას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი, ძლიერი და გამოცდილი არმია ევროპაში, რომელიც ფლობს სრულმასშტაბიანი ომის დროს მიღებულ რეალურ საბრძოლო გამოცდილებას. ერთობლივი ევროპული ძალების ფორმირება რეალისტურია უახლოესი 3-5 წლის პერსპექტივაში, თუმცა ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე და ევროპული ქვეყნების მზადყოფნაზე, იმოქმედონ სწრაფად.
რუსეთი 2030 წლისთვის 2.5-3 მილიონიანი არმიის შექმნას გეგმავს. ეს არ არის ვარაუდი — ეს სადაზვერვო ინფორმაციით დგინდება მათი დოკუმენტებიდან და სავსებით რეალური ნაბიჯებია.
ტემპის მიხედვით კი ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია. რუსეთს უკვე ჰყავს სულ მცირე 1.5 მილიონი საბრძოლო გამოცდილების მქონე ჯარისკაცი და ევროპისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობის დათვლა, არამედ გაწვრთნილი ადამიანების ყოლა.
უკრაინული არმიის გარეშე, ომის გამოცდილების მქონე დაახლოებით მილიონი უკრაინელის გარეშე, ამ ძალების შექმნა შეუძლებელია.
უკრაინა ფაქტობრივად, იქცა იმ „შუქნიშნად“, რომელმაც რუსული სამხედრო მანქანა გააჩერა, თუმცა წითელი შუქი სამუდამოდ ვერ ინთება — დახმარებაა საჭირო.
ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა გაყინული რუსული აქტივის გამოსაყენებლად. უკრაინა მოელის, რომ რუსულ აქტივებს ქვეყნის აღსადგენად გამოიყენებს.,” – ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა