: თუ დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება

თუ დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევის ისტორიულ ლავრას დაარტყეს, მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის საპასუხო იერიში სრულად გამართლებულია.

პირველ რიგში, რაც შეეხება მოსკოვის წინააღმდეგ ჩვენს პასუხს, რომელიც სრულად გამართლებულია. როგორც ხედავთ, საჰაერო თავდაცვის სამი შრის მიუხედავად, რომელიც მოსკოვს აქვს, ჩვენ ვთქვით, რომ მათ მივწვდებოდით.

თუ პუტინს არ სურს ამ ომის დამთავრება და გაგრძელება უნდა, ჩვენ ჩუმად არ დავსხდებით, და პასუხს გავცემთ. პასუხი უნდა იყოს ძლიერი და სამართლიანი.

მათ ლავრას დაარტყეს. ჟურნალისტებთან იქ ჩვენი შეხვედრის დროს, როცა ჩვენ ლავრაში ვიყავით, მე სრულად გულწრფელად ვთქვი, რომ ჩვენ პასუხს მოვამზადებდით და თქვენ ამას იხილავდით. ვფიქრობ, თქვენ ახლა ამას ხედავთ.

ჩვენ ეს ომი არ გვინდა, არც არასდროს გვინდოდა და ეს ყველამ იცის, მათ შორის, პარტნიორებმაც, და ნამდვილად არ გვსურს, რომ მტრის გამო უკრაინა დაიწვას, მაგრამ თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება. მაშასადამე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აგრესიის დასრულების დროა, ომის დასრულების დრო”, – განაცხადა ზელენსკიმ.