ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს და კირ სტარმერს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს და კირ სტარმერს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
„ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი პირისპირ საუბრობენ სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ“, - წერს სიბიგა.
მისივე ინფორმაციით, ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერსაც შეხვდა.
„პრეზიდენტი ზელენსკი აგრძელებს აქტიურ მუშაობას მოკავშირეებთან და ვატიკანში პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს“, - წერს სიბიგა.
მანამდე, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
შეგახსენებთ, ლიდერები ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.