ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს - ზეწოლის გაგრძელებაა აუცილებელი

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს - ზეწოლის გაგრძელებაა აუცილებელი

უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ასევე, ჩვენი წინადადებებიც იყო, სულ მცირე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებისა და ცაში, ზღვასა და ხმელეთზე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ. რუსეთმა ამ ყველაფერს დაბომბვებისა და თავდასხმების ახალი ტალღებით უპასუხა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთზე ძლიერი დიპლომატიური ზეწოლაა საჭირო.
„იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მოლაპარაკებებს დათანხმდეს, ზეწოლის გაგრძელებაა აუცილებელი. რაც უფრო ეფექტური იქნება სანქციები, მით უფრო დიდი იქნება რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის თავდაცვა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.