არქივი6 დეკემბერი 2025, 18:24
ვოლოდიმირ ზელენსკი 8 დეკემბერს ლონდონში ევროპელ ლიდერებს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი 8 დეკემბერს ლონდონში ევროპელ ლიდერებს შეხვდება, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ორშაბათს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ლონდონში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უმასპინძლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ფლორიდაში მიმდინარე მოლაპარაკებებს განიხილავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.