არქივი9 დეკემბერი, 2025, 00:24
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ანტონიო კოშტასთან მოლაპარაკებებს გამართავს.
„პარტნიორებთან თანამშრომლობას ახლა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.