კუპიანსკში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, კუპიანსკში ჩავიდა.ზელენსკიმ ქალაქ კუპიანსკიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„დღეს კუპიანსკის მიმართულებაზე ვარ. ჩვენი ჯარისკაცები აქ უკრაინისთვის შედეგებს აღწევენ. კუპიანსკის შესახებ ბევრი რუსი საუბრობდა. მადლობა ყველას, ვინც აქ იბრძვის და ვინც ოკუპანტებს ანადგურებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ფრონტზე შედეგების მიღწევას დიდი მნიშვნელობა აქვს“.
„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ დიპლომატიურ შედეგებსაც მიაღწიოს. ეს ასე მუშაობს: ქვეყნის შიგნით ძლიერი პოზიციები ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ძლიერ პოზიციებს წარმოადგენს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და კუპიანსკში რუსული ძალები ალყაში მოაქციეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”