– არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან : „კომპრომისზე წასვლის დროა“ – ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით

ეს არის რუსების გიჟური ომი ხალხის წინააღმდეგ. მისი შეჩერება იოლი არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ის, რადგან ეს რუსეთს არ სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამოცემა POLITICO-ს განუცხადა.
„არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან. ისინი ამბობენ: შეხედეთ, კომპრომისზე წასვლის დროა, შეგიძლიათ წინ გადადგათ ნაბიჯები. ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან. ეს უდიდესი კომპრომისია. ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაზეც მსოფლიო უკვე წავიდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ომი მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე რეალური ზეწოლის შემთხვევაში დასრულდება.
„ის უარს იტყვის. დღეს ერთი მიზეზი, ხვალ მეორე მიზეზი და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მასზე ზეწოლა. პუტინი შეაჩერებს ამ ომს, თუ მასზე რეალური ზეწოლა მოხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების იდეა, რაზეც ხშირად საუბრობს, შესანიშნავი იდეაა, თუმცა, ამის განსახორციელებლად მას -ის პრეზიდენტის დახმარება სჭირდება.
„თუ პრეზიდენტი მომცემს ორი, სამი თვით ცეცხლის შეწყვეტას, პუტინზე ზეწოლის გზით, არჩევნებს ჩავატარებთ“, – განუცხადა ზელენსკიმ POLITICO-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია